“ფლამენგოს” პრეზიდენტმა, ედუარდო ბანდეირა დე მელიომ განაცხადა, რომ “ბარსელონა” ვინისიუსთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს.
“ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “ფლამენგოს” ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთება არ მსურს.”-ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს ESPN.
ვინისიუსმა ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრების რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
