“იუვენტუსის” ყოფილმა მეკარემ, დინო ძოფმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, “ბარსელონასა” და პსჟ-ს დაპირისპირებას, მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
როგორც იცით, ლუის ენრიკეს კოლექტივი საფრანგეთში 0:4 დამარცხდა, მაგრამ “ბლაუგრანამ” განმეორებით მატჩში საოცარი “ქამბექი” შემოგვთავაზა, 6:1. 1/4 ფინალში ტურინული კლუბის მეტოქე სწორედ “ბარსელონა” იქნება.
“ბარსელონას” გამარჯვებას, პსჟ-ს წინააღმდეგ, ჩემზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მიუხედავად პრესაში გამოწვეული დიდი რეზონანსისა. რა თქმა უნდა, მსგავსს ყოველდღე ვერ ვნახავთ, მაგრამ ფრანგები მოედანზე ძალიან დაძაბულები და ემოციურები იყვნენ. მათი თამაში განმეორებით მატჩში არ მომეწონა.”-თქვა ძოფმა.
პირველი მატჩი “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის 11 აპრილს გაიმართება, მანამდე კი “ბლაუგრანა” “მალაგას” დაუპირისპირდება.
