Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ესპანელი ფორვარდის, ჟერარ დეულოფეუს დაბრუნება გადაწყვიტა.
მოცემულ მომენტში დეულოფეუს სატრანსფერო უფლებები “ევერტონს” ეკუთვნის. ამჟამად ჟერარი არენდის წესით “მილანის” რიგებში გამოდის. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის 12 მილიონ ევროდ შეძენის უფლება აქვს.
დეულოფეუს მიერ ნაჩვენები თამაში “ბლაუგრანას” მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
“ბარსელონამ” დეულოფეუს უფლებების გამოსყიდვა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მთავარი მწვრთნელის პოსტი ახალ სპეციალისტს არ დაუკავებია. თუ ენრიკეს შემცვლელი ესპანელი ფორვარდის გუნდში ყოფნას არ მოინდომებს, მაშინ მას კვლავ სატრანსფერო ბაზარზე დააყენებენ.
