“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ხორხე სამპაოლიზე ისაუბრა, რომელიც კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის პრეტენდენტად ითვლება.
“სამპაოლიმ თავისი შესაძლებლობების დემონსტრაცია მოახდინა. მან ჩილეს ეროვნულ ნაკრებსა და “სევილიასთან” ერთად გვაჩვენა, თუ რა შეუძლია. უამრავი ჭორი ვრცელდება და ამას უნდა შევეჩვიო.
კარგად ვიცით, თუ რა გველოდება წინ. ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “იუვენტუსთან” მძიმე დაპირისპირება და სამეფო თასის ფინალი გველის. ეს საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ სხვა თემებზე არ ვიფიქროთ.”-განაცხადა ფერნანდესმა.
