მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა “მანჩესტერ სიტის” რადარზე

ინიესტა “მანჩესტერ სიტის” რადარზე

Diariogol იტყობინება, რომ “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” კაპიტნით დაინტერესდა.

ანდრეს ინიესტამ, შესაძლოა, მშობლიური კლუბი მის ყოფილ თავკაცთან, ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობის მიზნით დატოვოს. კატალონიელი მწვრთნელი და 32 წლის ნახევარმცველი წარმატებით თანამშრომლობდნენ “კამპ ნოუზე” (2008-2012). ერთად, მათ უამრავი ტიტულის მოპოვება შეძლეს. 

ინიესტას კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2018 წლის ზაფხულამდეა ვადაში, ახალ ხელშეკრულებაზე კი ფეხბურთელს ხელი ჯერ არ მოუწერია.

“ბლაუგრანას” ლიდერი არცთუ ისე ბედნიერია იმით, რომ კლუბი გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს.

ანდრესს სურს შეუერთდეს იმ იშვიათ ფეხბურთელთა სიას, რომლებმაც კარიერა ერთ გუნდს მიუძღვნეს, მაგრამ, შესაძლოა, მან “სიტის” შემოთავაზება მიიღოს.

ინგლისური კლუბი ლა მასიის აღზრდილს 2 წლიან კონტრაქტსა და სამომავლოდ, “ნიუ იორკ სიტიში” გადასვლის შესაძლებლობას სთავაზობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში