“ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა კატალონიური კლუბის ექსმწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ესპანელმა მცველმა აღნიშნა, რომ პეპმა ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა.
“ამ სპეციალისტმა დროს გაუსწრო. გვარდიოლა ფენომენია, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. ის რევოლუციის მოხდენაში დაგვეხმარა. პეპმა შესანიშნავი გუნდი შექმნა და მას შესანიშნავი თამაშით ბურთის კონტროლის უნარი შესძინა. საქმე მხოლოდ გამარჯვებას არ ეხება, მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებ ამას.“-ციტირებს პუიოლის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური საიტი.



