მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” საიუბილეო გამარჯვებასთან ახლოსაა

“ბარსელონა” საიუბილეო გამარჯვებასთან ახლოსაა

5 აპრილს, “სევილიასთან” გასამართ მატჩში, “ბარსელონამ”, შესაძლოა, მე-800 გამარჯვება მოიპოვოს შიდა ჩემპიონატში, სტადიონ “კამპ ნოუზე”.

კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც “ბლაუგრანა” “ლეს კორტსიდან” ახალ არენაზე გადაბარგდა, გუნდმა ლა ლიგაში 1056 შეხვედრა ჩაატარა.

1056 მატჩიდან 799 (76%) “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ტრიუმფით დასრულდა, 164 ფრედ, 93-ჯერ კი “ბარსელონა” საშინაო არენაზე დამარცხდა.

სტატისტიკური მაჩვენებელი მიმდინარე სეზონში დიდი ალბათობით გაუმჯობესდება. კატალონიელებს ლა ლიგაში 5 საშინაო შეხვედრა აქვთ გასამართი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში