მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “ბარსელონას” სხვა კლუბის გამო არ ვტოვებ”

ენრიკე: “ბარსელონას” სხვა კლუბის გამო არ ვტოვებ”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ასტურიელი სპეციალისტი “ბლაუგრანას” სარეზერვო გუნდისა და “ელდენსეს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

“ეს ძალიან დელიკატური თემაა, რასაც უაღრესად სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. “ბარსელონა ბ”-ს არავითარი კავშირი არ აქვს “ელდენსეს” მაქინაციებთან. 

“ბარსელონა” ჩემი სახლია. მოთამაშეებსა და კლუბთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. არსად გადასვლას არ ვაპირებ. ჩემი სამიზნე მომავალ ზაფხულში სან ლორენცოს პლაჟი იქნება.

ბარსელონას სხვა კლუბის გამო არ ვტოვებ, მე უნდა დავისვენო.”-თქვა სპეციალისტმა პრეს-კონფერენციაზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში