მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: “ბარსელონა” თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ მესი დაკარგოს”

აბიდალი: “ბარსელონა” თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ მესი დაკარგოს”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, ერიკ აბიდალმა აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გუნდის ლიდერთან, ლიონელ მესისთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

“ღმერთმა ქნას, რომ ლეომ კონტრაქტი გაახანგრძლივოს. “ბარსელონა” თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ მესი დაკარგოს – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მე ვიცი, რომ კლუბი ყოველთვის სათანადოდ მოექცევა მას, იმ ყველაფრის გამო, თუ რაც გააკეთა. მესი უფრო მეტია, ვიდრე ხელშეკრულების გახანგრძლივების ღირსი.” – ციტირებს აბიდალის სიტყვებს Mundo Deportivo.

ლიონელ მესის ამჟამინდელი ხელშეკრულება “ბარსელონასთან” 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში