მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიბალა “რეალსა” და “ბარსელონას” სთხოვს, რომ “იუვენტუსს” წინადადებით მიმართონ

დიბალა “რეალსა” და “ბარსელონას” სთხოვს, რომ “იუვენტუსს” წინადადებით მიმართონ

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, პაულო დიბალა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რადგან კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა თავის აგენტს, პიერპაოლო ტრიულიცის სთხოვა გადასცეს “ბარსელონას” და “რეალს” მისი მოთხოვნა, რომ “ბებერ ქალბატონს” კონკრეტული წინადადებით მიმართონ. ესპანური გრანდები დიბალას მომსახურებით დაინტერესებულები არიან, რომლის ტრანსფერიც როგორც “სამეფო კლუბში”, ისევე “ლურჯ-ბროწეულისფერებშიც” განიხილება. გარდა ამისა, დიბალა “იუვენტუსს” სთხოვს, რომ მასზე სატრასფერო კომპენსაციის საბოლოო თანხა დააწესოს.

დიბალას ამჟამინდელი ხელშეკრულება იტალიურ კლუბთან 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში