“ელდენსეს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დავიდ აგილარმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ გამართული მატჩი შეთანხმებული იყო.
“შეხვედრის შემდეგ, სატელეფონო საუბარი მქონდა პიროვნებასთან ვინც მითხრა, რომ მატჩი შეთანხმებული იყო და არსებობს რამდენიმე ტექსტური შეტყობინება, რაც ამას დაადასტურებს. მან თქვა, რომ ორშაბათს ან სამშაბათს უფრო მეტ ინფორმაციას გამიზიარებს.
მისი თქმით, მატჩის მსვლელობის დროს ტრიბუნიდან ჩამოსულმა ორმა ადამიანმა განაცხადა, რომ ფსონების გამო შეხვედრა შეთანხმებული იყო. ერთ-ერთი მათგანი ფეხბურთელის აგენტია.
ხელმძღვანელობამ კვირას შეხვედრა გამართა და იტალიურ საინვესტიციო ჯგუფთან კავშირი გაწყვიტა, რომელიც კლუბს მართავს. 2-3 კვირის განმავლობაში ეჭვი გვქონდა, რადგან ვხედავით, რომ გუნდი მოედანზე უცნაური შემადგენლობით გამოდიოდა, ზოგიერთი ფეხბურთელი არ თამაშობდა.”-თქვა აგილარმა.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, “ბარსელონა” მორიგ სკანდალში გაეხვევა. ჯერჯერობით, უცნობია არის თუ არა კატალონიური კლუბი სავარაუდო თაღლითობის მონაწილე.
