კლაუდიო ბრავოს ტრანსფერმა “მანჩესტერ სიტის” მოლოდინი ვერ გაამართლა, რის გამოც ხოსეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” კიდევ ერთ მეკარეზე გაამახვილა ყურადღება. საუბარია მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე, რომლის გეგმებშიც ამ დროისთვის კატალონიური კლუბის დატოვება არ შედის.
“ბარსელონაში” ყველაფრით კმაყოფილი ვარ, აქ ჩემი მეგობრები არიან. მომავალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გუნდში დიდი ხნით დარჩენა მსურს. ნებისმიერ შემთხვევაში ვეცდები, რომ “ბლაუგრანას” სარგებელი მოვუტანო.“-ამბობს ტერ შტეგენი.
გერმანელი მეკარისა და “ბარსელონას” კონტრაქტი 2019 წელს იწურება.



