მოგეხსენებათ გუშინ როგორც იქნა მთელმა მსოფლიომ გაიგო 2010 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა. ალბათ ყველას, თუ არა უმრავლესობა თქვენგანს მაინც გაუკვირდა ის ფაქტი, რომ ეს ჯილდო ლეო მესის ხვდა წილად. ასეა თუ ისე, გამარჯვებული მესია. მის გარდა ეს ჯილდო წარსულში, “ბარსას” სხვა მოთამაშეებსაც აქვთ მიღებული. მათ შორის კი არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა სუარესი, კრუიფი, სტოიჩკოვი, რივალდო და რონალდინიო.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლეომ “ოქროს ბურთის” აღება ზედიზედ მეორედ მოახერხა. ასეთი ფეხბურთელები კი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ბევრი არ გვეგულება. “ბარსას” მხრიდან “ოქროს ბურთის” მიღება ზედიზედ ორჯერ მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდარულმა იოჰან კრუიფმა შეძლო.
პირველი ფეხბურთელი “ბარსას” მხრიდან, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო ლუის სუარესია, ეს მან 1960 წელს მოახერხა. 13 წლის შემდეგ კი იოჰან კრუიფმა 1973/74 წლებში 2–ჯერ მოახერხა ამ პრიზის მიღება. ამის შემდეგ კი “ბარსადან” ეს პრიზი ხრისტო სტოიჩკოვმა, 1994 წელს მოიპოვა, როდესაც გუნდს თავად იოჰან კრუიფი წვრთნიდა. ხრისტოს კი 1999 წელს რივალდო მოჰყვა.
2005 წელს “ბარსას” ფეხბურთელთაგან ამ ჯილდოს მოპოვება კიდევ ერთმა ბრაზილიელმა, რონალდინიომ შეძლო. აქედან 4 წელიწადში კი “ოქროს ბურთი” პირველად და არა საბოლოოდ, არგენტინელ ლეო მესის ხვდა წილად. მესი ამით არ დაკმაყოფილებულა და 2010 წელს კიდევ ერთხელ და იმედია არა საბოლოოდ, მოახერხა და ზედიზედ მეორედ აიღო “ოქროს ბურთი”.
ფიგუ და რონალდო არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც ამ ჯილდოს აღება 1997 და 2000 წლებში, “ბარსას” დატოვების შემდეგ მოახერხეს. უფრო სწორად, რომ ვთქვათ, მათ ეს პრიზი უბრალოდ სხვა გუნდის სახელით აიღეს და არა იქ ნაჩვენები თამაშით. ასე, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბარსას” ფეხბურთელებმა “ოქროს ბურთის” მოპოვება 10–ჯერ შეძლეს.
“ოქროს ბურთების” რაოდენობით “ბარსას” შეუძლია გვერდით ორი იტალიური გრანდი, “იუვენტუსი” და “მილანი” დაუდგეს. ამ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებმა 8–8–ჯერ მოახერხეს და “ოქროს ბურთი” მოიპოვეს. “იუვენტუსიდან” ეს სივორიმ, როსიმ, პლატინიმ (3), ბაჯომ, ზიდანმა და ნედვედმა შეძლეს, ხოლო “მილანიდან” ეს რივერამ, გულიტმა, ვან ბასტენმა (3), ვეამ, შევჩენკომ და კაკამ გააკეთეს.
1960 – ლუის სუარესი
1973 – იოჰან კრუიფი
1974 – იოჰან კრუიფი
1994 – ხრისტო სტოიჩკოვი
1999 – რივალდო
2005 – რონალდინიო
2009 – მესი
FIFA World Player
1994 – რომარიო
1996 – რომარიო
1999 – რივალდო
2004 – რონალდინიო
2005 – რონალდინიო
2009 – მესი
FIFA Ballon D’Or
2010 – მესი