მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
DIS-ის მფლობელი: “ნეიმარის მამამ როსელისგან ქრთამი აიღო”

DIS-ის მფლობელი: “ნეიმარის მამამ როსელისგან ქრთამი აიღო”

საინვესტიციო კომპანია DIS-ის მფლობელმა, დელსირ სონდამ, რომელმაც ნეიმარს ფინანსური მაქინაციების გამო სასამართლოში უჩივლა, გამოცემა AS-ს ინტერვიუ მისცა.

DIS ის კომპანიაა, რომელსაც ნეიმარის სატრანსფერო უფლებების 40% ეკუთვნოდა. დელსირ სონდამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის მოატყუეს. მფლობელის თქმით, თაღლითობაში ბრალი მიუძღვის ბრაზილიელი ფორვარდის მამასაც, რომელმაც “ბარსას” ყოფილი პრეზიდენტისგან, სანდრო როსელისგან ქრთამი აიღო.

“ყველაზე ადრე ნეიმარმა შემოთავაზება “რეალისგან” მიიღო და ის დათანხმდა. ჩემი მეგობრის კლინიკაში ბრაზილიელმა სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა. მადრიდული კლუბი კონტრაქტში აღნიშნულ 65 მილიონს იხდიდა და მზად იყო კიდევ 9 მილიონის დასამატებლად.”

ამასთანავე, სონდა სკეპტიკურად უყურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 40 მილიონი ევრო, რომელიც “ბარსელონამ” ნეიმარის მამის ფირმას გადაუხადა, ფეხბურთელმა ანაზღაურების სახით მიიღო (სწორედ ამ ვერსიას აღიარებს ესპანური სასამართლო).

“ეს შეუძლებელია. ვამტკიცებთ, რომ ტრანსფერი მხოლოდ კონტრაქტში მითითებული თანხის სანაცვლოდ შეიძლებოდა განხორციელებულიყო – 65 მილიონი ევრო. ის 40 მილიონი სხვა არაფერია, გარდა ქრთამისა.”-დარწმუნებულია ბრაზილიელი ბიზნესმენი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში