მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდუხარი: “მესი ნაკრებში არ უნდა დაბრუნებულიყო”

ანდუხარი: “მესი ნაკრებში არ უნდა დაბრუნებულიყო”

არგენტინული “ესტუდიანტესის” მეკარე მარიანო ანდუხარი ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ლიონელ მესის იცავს და აცხადებს, რომ “ბარსელონას” ლიდერი ეროვნულ გუნდში არ უნდა დაბრუნებულიყო.

“პირადად მე მიმაჩნია, რომ მესი ეროვნულ ნაკრებში არ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მას თავისი ქვეყნის მაისურით თამაში მოსწონს.

ყველა ამბობს: “რატომ ვერ თამაშობს მესი ნაკრებში ისე, როგორც “ბარსელონაში”? ისინი ლეოს ადანაშაულებენ იმაში, რომ მას ეროვნული გუნდი არ აინტერესებს. თუმცა, მის ნაკრებში დაბრუნებას თავად ითხოვდნენ. ისინი არ აფასებენ იმას, რაც აქვთ, სანამ მას არ დაკარგავენ.” – ციტირებს ანდუხარის სიტყვებს AS.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში