მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დრაქსლერი: “წარმოუდგენლად დავმარცხდით”

დრაქსლერი: “წარმოუდგენლად დავმარცხდით”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, იულიან დრაქსლერმა კვლავ ისაუბრა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაზე.

“საშინელი მატჩი ჩავატარეთ. “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. არბიტრმა რამდენიმე გადაწყვეტილება ჩვენ საწინააღმდეგოდ მიიღო. როცა ასეთი ანგარიშით მარცხდები, დამნაშავე მხოლოდ მსაჯი არ შეიძლება იყოს.

ძალიან ცუდად ვითამაშეთ, “ბარსელონამ” კი რწმენა ბოლომდე შეინარჩუნა. როცა ანგარიში 3:0 გახდა ავღელდით. ტრიბუნაზე მყოფი 90 ათასი გულშემატკივარი მასპინძლებს უჭერდა მხარს. საოცარი ატმოსფერო იყო. ჩვენი გოლის შემდეგ ჩავთვალე, რომ შეხვედრა დასრულდა. ვერ წარმოვიდგენდი იმას, რაც საბოლოოდ მოხდა.“-ციტირებს დრაქსლერის სიტყვებს Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში