ბელერინმა “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო

ბელერინმა “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო

“არსენალის” მცველის, ჰექტორ ბელერინის წარმომადგენლებმა უარყვეს ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხბურთელი “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება Sport.

კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი ინგლისში ჩაფრინდა, რათა ფეხბურთელს შეხვდეს და მასთან მოლაპარაკებები გამართოს.

ადრე კი ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” ბელერინის შესაძლო შეძენას განიხილავს, თუმცა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ბანაკში იციან, რომ სატრანსფერო გარიგების განხორციელება ძალიან რთული იქნება. ინგლისური კლუბი, თავის მხრივ, ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი