“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო იმ ჭორებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მას “ბარსელონას” თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენა სურს.
“მე ყოველთვის ვცდილობ ვიყო ობიექტური და პრაგმატული იმ თვალსაზრისით, თუ რასაც ვთხოვ კლუბებს. მაგრამ ნეიმარზე ჭორები – ეს აბსურდია.
ისეთი კლუბი, როგორიც “ბარსელონაა”, ნეიმარს არასოდეს გაყიდის. მესი ჯერ ახალგაზრდაა და კარიერაში წინ მრავალი წელი აქვს, მაგრამ ის უკვე 30 წლის ხდება და მესის შემდეგ “ბარსას” მთავარი ვარსკვლავი ნეიმარი გახდება.
ნეიმარის შეძენის მცდელობა შემიძლია შევადარო სეიფის გატეხვის მცდელობას – ეს არარეალურია.” – განაცხადა მოურინიომ.



