მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
DIS-ის ადვოკატი: “ბარსელონამ” სატრანსფერო ბაზარი მოატყუა”

DIS-ის ადვოკატი: “ბარსელონამ” სატრანსფერო ბაზარი მოატყუა”

კომპანია DIS-ის ადვოკატი ელიზეუ მარტინესი მიიჩნევს, რომ როდესაც “ბარსელონამ” ნეიმარი “სანტოდან” შეიძინა, კატალონიელებმა სატრანსფერო ბაზრის წესები და FIFA-ს რეგლამენტი დაარღვიეს.

DIS ის კომპანიაა, რომელსაც ნეიმარის სატრანსფერო უფლებების 40% ეკუთვნოდა. ამ კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ “ბარსელონამ” სატრანსფერო ფასის შემცირებული ვარიანტი გაასაჯაროვა, რითიც DIS-ისთვის გადასახდელი თანხაც შემცირდა.

“ბარსელონას” სურდა ფეხბურთელი კონტრაქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის, სხვა კლუბებთან კონკურენციისა და FIFA-ს რეგლამენტის დაცვის გარეშე შეეძინა. ამ კლუბმა გადაწყვიტა სატრანსფერო ბაზარი მოეტყუებინა და ტრანსფერის თანხის ნაწილი არსად დაერეგისტრირებინა.” – ციტირებს DIS-ის ადვოკატის სიტყვებს Marca.

ნეიმარი “სანტოსიდან” “ბარსელონაში” 2013 წელს, ჯერ კიდევ დაუდგენელი თანხის სანაცვლოდ გადავიდა. 2016 წელს, კატალონიელებმა განაცხადეს, რომ ტრანსფერის ღირებულება 19.3 მილიონი ევროა, თუმცა DIS-ს მიაჩნია, რომ რეალური ღირებულება 80 მილიონს აჭარბებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში