“ევერტონის” ფეხბურთელი, ჟერარ დეულოფეუ, რომელიც ამჟამად არენდით “მილანში” თამაშობს, სავარაუდოდ, “ბარსელონაში” დაბრუნდება, იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიურმა კლუბმა გადაწყვიტა გამოიყენოს უფლება და თავისი 23 წლის აღზრდილი 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს.
დეულოფეუ “მილანში” იანვარში გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში მალევე მოიპოვა ადგილი. ასევე ის ესპანეთის ნაკრებშიც გამოიძახეს. “მილანს” ესპანელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ აქვს.


