“რეალის” ხელმძღვანელობა “ბარსელონას” მცველს, ჟერარ პიკეს მადრიდულ კლუბთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო სასამართლოში არ უჩივლებს.
“ვინ არის პიკე? ჟერარის თამაშში მონაწილეობა და მისი რეკლამირება არ გვსურს.”-ამბობს “რეალის” წარმომადგენელი.
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “სამეფო კლუბის” კონსულტაციონური ჯგუფი სიტუაციას შეაფასებს და განიხილავს საჭირო გახდება თუ არა “რეალმა” პიკეს სასამართლოში უჩივლოს, რომელიც ბოლო დროს კლუბისა და მისი პრეზიდენტის – ფლორენტინო პერესის მისამართით, საკმაოდ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა.
როგორც იცით, პიკემ თქვა რომ “რეალის” ღირებულებები არ მოსწონს.
