მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” რომელუ ლუკაკუსთვის იბრძოლებენ.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ესპანური გრანდები პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირისთვის ბრძოლაში კონკურენციას პსჟ-სა და “ბაიერნს” გაუწევენ.
თავად ბელგიელი უპირატესობას პირენეს ანიჭებს (იგულისხმება ესპანეთი, რომლის ტერიტორიას ნახევარკუნძული მოიცავს).
ლუკაკუ 21 გოლით ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფორვარდია.
