მადრიდის “რეალის” ლეგენდა რაულ გონსალესი ლუის ენრიკეს მიერ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებაზე კომენტარს აკეთებს.
როგორც ცნობილია, ასტურიელი სპეციალისტი კატალონიურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
“ბარსელონას” დატოვებასთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების კარგად მესმის. მან შესანიშნავი სამუშაო გასწია და ახლა მას დასვენება ჭირდება. ეს ის საკითხია, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს.” – ციტირებს რაულის სიტყვებს Sport.
