“ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნეიმარ და სილვამ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის დატოვება მის გეგმებში არ შედის.
“ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ასეთ დონეზე თამაშის გაგრძელება და გუნდისთვის სარგებლის მოტანა მსურს.
მინდა თუ არა გავხდე მსოფლიოში საუკეთესო? ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს.”-თქვა ნეიმარმა.
