workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეუსებიო: “თუ “ბარსელონადან” წინადადებას მივიღებ, უარს ვიტყვი”

ეუსებიო: “თუ “ბარსელონადან” წინადადებას მივიღებ, უარს ვიტყვი”

“რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელი ეუსებიო საკრისტანი აცხადებს, რომ მის ამჟამინდელ გეგმებში “ბარსელონას” პირველი გუნდის ჩაბარება არ შედის.

“ბარსელონადან” არავინ დამკავშირებია. თუმცა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუ კატალონიური კლუბისგან შეთავაზებას მივიღებ, მასზე უარს ვიტყვი.

მექმნება შთაბეჭდილება, რომ ხალხს ჩემი არ სჯერა. თუმცა, ამას დარწმუნებით ვამბობ და საკუთარ სიტყვებში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება. არაა კარგი, როდესაც იყენებ სიტყვებს “ყოველთვის” ან “არასდროს”, მაგრამ ამ ეტაპზე, “ბარსელონაში” ჩემი მუშაობის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ.” – ციტირებს ეუსებიოს სიტყვებს AS.

ეუსებიო საკრისტანი “ბარსელონაში” 1988-1995 წლებში თამაშობდა, 2003-2008 წლებში ის ფრანკ რაიკარდის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, ხოლო 2011-2015 წლებში “ბარსელონა ბ”-ს თავკაცობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward