“ბარსელონას” სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი პრესაში გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბს მარკო ვერატის, ან პაოლო დიბალას შეძენა ძალიან გაუჭირდება.
“ჩვენი შემადგენლობის გაძლიერება ადვილი არ იქნება, რადგან გუნდში თავი უმაღლესი დონის ფეხბურთელებს უკვე აქვთ მოყრილი. თუმცა, მუდამ სრულყოფილებისკენ ვისწრაფვით და სატრანსფერო ბაზარს ვაკვირდებით.
პრესაში ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ვერატი და დიბალა ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც თავიანთ კლუბებთან ხანგრძლივი კონტრაქტები აკავშირებთ. მათი “ბარსელონაში” გადმოყვანა ძალიან ძნელი იქნება.” – განაცხადა რობერტ ფერნანდესმა.