“ბარსელონას” ფეხბურთელები მოითხოვენ, რომ ზაფხულში კლუბი ლონდონის “არსენალის” მარჯვენა მცველის, ჰექტორ ბელერინის შეძენას შეეცადოს.
როგორც Don Balon იტყობინება, “ლურჯ-ბროწეულისფერები” 22 წლის ესპანელს, “ვალენსიას” მცველთან, ჟოაუ კანსელუსთან უპირატესობას ანიჭებენ, რომელიც ასევე განიხილება დაცვის მარჯვენა ფლანგზე სერხი რობერტოს შემცვლელად. კატალონიურ კლუბში თვლიან, რომ “მეთოფეების” ფეხბურთელი, როგორც კლუბის აღზრდილი, პრობლემურ პოზიციაზე ოპტიმალური კანდიდატია.
