მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დენისის აგენტი: “ჩემს კლიენტს “ნაპოლისგან” წინადადება არ მიუღია”

დენისის აგენტი: “ჩემს კლიენტს “ნაპოლისგან” წინადადება არ მიუღია”

“ბარსელონას” ნახევარმცველს, დენის სუარესს “ნაპოლისგან” შეთავაზება არ მიუღია. ამაზე 23 წლის ფეხბურთელის აგენტმა, ფელიქს გრანდემ განაცხადა.

“ჩვენ არც “ნაპოლისგან” და არც სხვა რომელიმე კლუბისგან წინადადება არ მიგვიღია. დენისი შესანიშნავად ართმევს თავს დავალებებს “ბარსელონაში”, მას ხუთი წლით კონტრაქტი აქვს და ბოლო რამდენიმე თვეში მან საგრძნობლად მოუმატა თამაშს.

ის ძირითადის მყარი ფეხბურთელი არაა, მაგრამ მოედანზე ხშირად გადის. ცხადია, რომ ყველა ფეხბურთელს უფრო მეტი თამაში სურს, მაგრამ ეს მისი პირველი სრული სეზონია “ბარსელონაში”, არ ღირს მოვლენებს გავუსწროთ. შემდეგ სეზონში მას ნამდვილად მეტი სათამაშო დრო ექნება.” – განაცხადა აგენტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში