“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხი რობერტომ გუნდის სათავეში, ხუან კარლოს უნსუეს სავარაუდო მოსვლის შესახებ ისაუბრა.
“უნსუე ბარსელონას” ფილოსოფიას იცნობს და მას მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობა აქვს. უკვე დიდი ხანია რაც კარლოსი ტაქტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას იღებს, მისი იდეები გუნდში დადებითად ფასდება.ვფიქრობ, “ბარსელონას” სათავეში ის დიდ მწვერვალებს მიაღწევს.”-ამბობს რობერტო.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის პირველი პრეტენდენტი ამ მომენტში ხუან კარლოს უნსუეა. ის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბისა და წამყვანი მოთამაშეების მხარდაჭერით სარგებლობს.
