ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩავიმ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პიროვნება იყო იოჰან კრუიფი “ბარსელონასთვის”. ერნანდესის აზრით მფრინავი ჰოლანდიელის ფილოსოფიამ გავლენა “ფურია როხაზეც” მოახდინა.
“დაბალი ფეხბურთელები, ჩემი და ინიესტას სახით, “ბარსელონაში” წარმატებას ვერ მიაღწევდნენ გუნდს სხვა სტილით რომ ეთამაშა. ალბათ, მესიც ვერ გაიბრწყინებდა.
კრუიფის წყალობით ჩვენ “ბარსელონას” მოვერგეთ. ესპანეთის ნაკრები ბოლო წლებში აქტიურად იყენებს ჩვენი გუნდის მოთამაშეებს და ეს იოჰანის ფეხბურთის დამსახურებაა.
ეჭვგარეშეა, რომ კრუიფი “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა.”-ამბობს ჩავი.



