“ბარსელონას” თავდამსხმელს, ნეიმარს, კატალონიურ კლუბში მისი თანამემამულის, “ლივერპულის” ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს ხილვა სურს.
“ვის ავიყვანდი “ბარსელონაში” ინგლისური პრემიერ-ლიგიდან? ფილიპე კოუტინიოს. ჩემი აზრით, ის “ბარსელონას” შემადგენლობას შესანიშნავად მოერგებოდა.” – განაცხადა ნეიმარმა.
მიმდინარე სეზონის ინგლისის ჩემპიონატში კოუტინიომ 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 5 შედეგიანი გადაცემა.
