“ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ნეიმარ და სილვა “სელტიკის” მცველმა, მიკაელ ლიუსტიგმა გააკრიტიკა.
“ის ყოველთვის ძალიან მარტივად ეცემა, საჭიროა მხოლოდ მცირე შეხება. ნეიმარი დიდებული მსახიობია.
კონფლიქტი ნეიმართან “ბარსელონასთან” მატჩში? ბრაზილიელი ჩემზე უკეთესია, კონკურენციისთვის კი საჭიროა ყველაფერი გავაკეთო მის გონებაში შესაღწევად და გავიგო როგორ მოიქცევა.”-ამბობს ლიუსტიგი.


