მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: ზაფხულში გომეში “ბარსელონას” არ დატოვებს

Marca: ზაფხულში გომეში “ბარსელონას” არ დატოვებს

მიუხედავად იმისა, რომ ანდრე გომეშმა პირველივე სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში თავი კარგად ვერ წარმოაჩინა, ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ღირსებას მომავალშიც დაიცავს.

ანდრე “ბარსელონას” მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა. გულშემატკივრები, საფრანგეთში პსჟ-სთან განცდილ მარცხს (0:4) პორტუგალიელს აბრალებენ. განმეორებით მატჩში “კამპ ნოუზე” შეკრებილი ქომაგები მას უსტვენდნენ.

Marca იტყობინება, რომ ზაფხულში ევროპის ჩემპიონი ესპანურ გრანდს არ დატოვებს.

ადრე მედიამ დაწერა, რომ ანდრე გომეშის გამოსვლა არც წამყვან მოთამაშეებს მოსწონთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში