“მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ მომავალ ზაფხულში კლუბმა დაცვა უნდა გააძლიეროს. ახლო წარსულში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “წითელი ეშმაკები” ჟორდი ალბათი დაინტერესდნენ. როგორც ჩანს, ესპანელ მოთამაშეს კარიერის ინგლისში გაგრძელების ვარიანტი ხიბლავს.
Manchester Evening News იტყობინება, რომ “მანჩესტერმა” “ბარსელონას” მცველთან წინასწარი მოლაპარაკება აწარმოა. აღსანიშნავია, რომ ალბა ინგლისურ გუნდში გადასვლაზე თანახმაა.
ამასთანავე, წყარო წერს, რომ ალბა საბოლოო გადაწყვეტილებას “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბში მოსალოდნელ ცვლილებებზე დაყრდნობით მიიღებს.
როგორც იცით, მიმდინარე სეზონის ბოლოს ენრიკე კატალონიურ კლუბს ტოვებს. მედიის თანახმად, “ბლაუგრანა” შესაძლოა მასიმილიანო ალეგრიმ ან რონალდ კუმანმა ჩაიბაროს.
