workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
UEFA-ს პრეზიდენტი: “აითექინი არ გაგვითავისუფლებია”

UEFA-ს პრეზიდენტი: “აითექინი არ გაგვითავისუფლებია”

UEFA-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის გამართული მატჩის მთავარი არბიტრი, დენიზ აითექინი სამსახურიდან დაითხოვეს.

“აითექინი თანამდებობიდან არ დაგვითხოვია, ეს ინფორმაცია მხოლოდ პრესაში გაჩნდა. ჩვენ შესაძლოა განვიხილოთ ზოგიერთი მომენტი, მაგრამ გათავისუფლებაზე საუბარი არ მიდის.

არბიტრის გათავისუფლება შეცდომის გამო – ეს იგივეა, რაც დისკვალიფიკაცია მისცე ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანის აცილების გამო. მსაჯები მკაცრ კრიტიკას ექვემდებარებიან, ეს ყოველთვის ასე იყო.“-ამბობს ჩეფერინი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward