ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა განაცხადა, რომ მისთვის “ბარსელონას” ინტერესი სასიამოვნოა.
“ბარსელონას” ინტერესი მსიამოვნებს, მაგრამ ამჟამად ჩემი ფიქრები “ჩელსის” უკავშირდება. სეზონის მაქსიმალურად კარგად დასრულებას ვგეგმავთ, სხვა დანარჩენზე კი ზაფხულში ვიფიქრებთ.”-ამბობს მატიჩი.
ადრე მედიამ დაწერა, რომ კატალონიური კლუბი განიხილავს მატიჩს, როგორც სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს.
