მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამორანოს აზრით მესის არგენტინაში სათანადოდ არ აფასებენ

სამორანოს აზრით მესის არგენტინაში სათანადოდ არ აფასებენ

მადრიდის “რეალისა” და ჩილეს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან სამორანომ განაცხადა, რომ არგენტინაში ლიონელ მესის სათანადოდ არ აფასებენ. კატალონიური კლუბის ლიდერი, ეროვნულ გუნდში ნაჩვენები თამაშის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.

“მესი ჩილელი რომ ყოფილიყო, ყველგან ძეგლს დაუდგამდნენ, რადგან აქ ტალანტს აფასებენ. არგენტინაში კი ადარებენ ლიონელის თამაშს “ბარსელონასა” და ეროვნულ გუნდში.

ესპანეთში თამაშისას, მის გარემოცვაში არიან ნეიმარი, სუარესი, ინიესტა და ბუსკეტსი, ამიტომ უნდა გავაანალიზოთ ის, რაც ლეოს ემართება. ვფიქრობ, უნდა დავაფასოთ საუკეთესო ფეხბურთელი და მისი ძალისხმევა.

მესი სეზონში 70-80 მატჩს ატარებს, შემდეგ კი არგენტინის ნაკრებში სათამაშოდ მიდის.”-ამბობს სამორანო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • theodore bagwell
    schedule 22 მარ 2017, 16:55

    Yvelaze umaduri xalxia argentinrlebi , da yvelaze dayleebuli shemadgenloba

  • 123456789
    schedule 22 მარ 2017, 16:39

    Ara es simartlea AR apaseben Leos qartveli rom iyos Ra magari iqnebodaaaa