ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, პაულო დიბალა სეზონის დასრულების შემდეგ “ბებერი ქალბატონის” დატოვებას აპირებს, იტყობინება Mundo Deportivo.
ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას მადრიდის “რეალში” ან “ბარსელონაში” აპირებს. წყაროს ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი უკვე დაუკავშირდა არგენტინელი ფეხბურთელის აგენტებს, რათა მის მიმართ ინტერესი დაედასტურებინა. “ბარსელონაში” იციან დიბალასა და “რეალის” პრეზიდენტ, ფლორენტინო პერესს შორის ზეპირ შეთანხმებაზე, თუმცა მას თხოვეს, რომ არ იჩქაროს. ფეხბურთელს აუხსნენს, რომ მას MSN-ს უბრალო დამატებად არ განიხილავენ, არამედ თვლიან, რომ ის ხარისხობრივად გააძლიერებს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” თამაშს.

