workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Premium Sport: “ბარსელონამ” ალეგრის კონტრაქტი შეთავაზა

Premium Sport: “ბარსელონამ” ალეგრის კონტრაქტი შეთავაზა

ზაფხულში, შესაძლოა, ლუის ენრიკე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე “იუვენტუსის” ხელმძღვანელმა, მასიმილიანო ალეგრიმ შეცვალოს.

კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა უკვე რამდენიმე საიდუმლო შეხვედრა მოაწყვეს 49 წლის იტალიელ სპეციალისტთან, მათ შორის “პორტუსთან” ორივე მატჩამდეც.

“ბარსელონამ” ალეგრის სამწლიანი კონტრაქტი, წელიწადში 8,5 მილიონი ევრო ხელფასით შეთავაზა. მწვრთნელმა უკვე “იუვენტუსს” შეატყობინა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს.

ჯერ-ჯერობით, “ბარსელონაში” არ დასრულებულა შიდა დებატები ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურების საკითხზე. ასევე განიხილება ლუის ენრიკეს ასისტენტის, ხუან კარლოს უნსუეს დანიშვნის ვარიანტიც.

ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალეგრიმ, შესაძლოა, “არსენალში” არსენ ვენგერი შეცვალოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward