არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურის მატჩში, “ვალენსიას” წინააღმდეგ, გაიბრწყინა.
“ბარსელონას” ლიდერმა დიეგო ალვესის კარში ორი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ლეგენდამ “ბარსელონას” შემადგენლობაში რიგით მე-100 დუბლი გაიფორმა. საერთო ჯამში, არგენტინელის ანგარიშზე 494 გოლია 571 მატჩში “ბლაუგრანას” მაისურით.
