“ბარსელონას” წარმომადგენლები ამსტერდამში გაემგზავრნენ. Calciomercato-ს ინფორმაციით, მათ “აიაქსის” 2 ფეხბურთელზე დაკვირვება სურთ. სკაუტები ინტერესდებიან დავინსონ სანჩესითა და კასპერ დოლბერგით.
“ბარსელონა” ამ ფეხბურთელების შეძენის ვარიანტს განიხილავს. დავინსონ სანჩესმა მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა. ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მცველად ითვლება.
დოლბერგის ანგარიშზე 13 გოლია 25 მატჩში. მან “ბარსელონას” გარდა “სიტისა” და “ნაპოლის” ყურადღებაც მიიპყრო.
