მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პარეხო: “კამპ ნოუზე” უნდა გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ”

პარეხო: “კამპ ნოუზე” უნდა გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ”

“ვალენსიას” ნახევარმცველმა, დანიელ პარეხომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურის მატჩთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. მოთამაშეს ჰკითხეს, შესაძლოა, თუ არა რომ “ბარსელონამ” “ღამურების” კარი 7-ჯერ აიღოს, როგორც ეს გასულ სეზონში, სამეფო თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში მოხდა.

პარეხომ “ბარსელონასა” და პსჟ-ს დაპირისპირება გაიხსენა, რომელიც 6:1 დასრულდა.

“7 გოლი? არასდროს არ ფიქრობ, რომ მეტოქე ამდენჯერ გაგიტანს. რთულ სტადიონზე გველის შეხვედრა. “ბარსელონამ” 6-ჯერ აიღო პსჟ-ს კარი, რომელიც წელიწადში 200-250 მილიონს ხარჯავს.

თუ დღე “ბარსელონასთვის” წარმატებულია, მაშინ გუნდს 5-6 გოლი გააქვს. “სელტას”, რომელიც კარგ ფეხბურთს აჩვენებს, 5 გოლი გაუტანეს. “კამპ ნოუზე” უნდა გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ.”-ამბობს პარეხო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში