“ბარსელონას” დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ არ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება ხუან კარლოს უნსუეს გუნდის სათავეში მოსვლა. მას შემდეგ რაც ასტურიელმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს “ბლაუგრანას” ტოვებს, მისი ასისტენტი მთავარი მწვრთნელის პოსტის ძირითადი პრეტენდენტია.
“უნსუე “ბარსელონას” სათავეში? უმჯობესი იქნება თუ ამ თემაზე არ ვისაუბრებ. შეუძლებელია, რომ კარლოსმა ჩემში ნეგატიური ემოციები აღძრას.“-ამბობს ენრიკე.
დღეს, “ბარსელონა” “ვალენსიას” დაუპირისპირდება.
