“იუვენტუსის” თავდამსხმელს, პაულო დიბალას, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ბარსელონასთან” დაპირისპირება არ აშინებს.
ლიგის 1/4-ფინალის წილისყრის შემდეგ დიბალამ Twitter-ის თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა: “როდესაც თანაგუნდელების გჯერა, არასდროს გრძნობ შიშს. წინ, “იუვე”. წინ კარგი ამოცანა გველის”.
