როგორც Mundo Deportivo იტყობინება, სულ ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” ხელმძღვანელობას “ჩელსის” ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის შეძენა შეთავაზეს.
წყაროს ინფორმაციით, კატალონური კლუბი სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს. ამის გაგების შემდეგ, სერბი ფეხბურთელის წარმომადგენლები “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მეთაურებთან კონტაქტზე გავიდნენ და თავიანთი კლიენტი შეთავაზეს.
მიმდინარე სეზონში, 28 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 29 მატჩი ჩაატარა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტალი Transfermarket.de მატიჩს 35 მილიონ ევროდ აფასებს, “ჩელსისთან” მისი კონტრაქტი კი 2019 წლამდეა გათვლილი.
