მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მონტოია: “ფლანგის მცველისთვის ნეიმარი ყველაზე ცუდი მეტოქეა”

მონტოია: “ფლანგის მცველისთვის ნეიმარი ყველაზე ცუდი მეტოქეა”

“ბარსელონას” სკოლის აღზრდილი ესპანელი მარჯვენა მცველი მარტინ მონტოია, რომელიც ამჟამად “ვალენსიას” ღირსებას იცავს, კატალონიური კლუბის ბრაზილიელ ვარსკვლავზე, ნეიმარზე საუბრობს.

19 მარტს, “ბარსელონა” “ვალენსიას” დაუპირისპირდება. ამ მატჩში, მარტინ მონტოიას ნეიმარის წინააღმდეგ თამაში მოუწევს.

“ამ მომენტში, ნეიმარი ძალიან კარგ ფორმაშია. ის შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. ის მეტოქის დაცვას ორივე ფლანგზე არღვევს, ატყუებს ფეხბურთელებს… ფლანგის მცველისთვის, ნეიმარი ყველაზე ცუდი მეტოქეა, რომელსაც შეიძლება დაუპირისპირდე.

მოიგებს თუ არა ნეიმარი “ოქროს ბურთს”? დარწმუნებული ვარ, ოდესმე ის ამას გააკეთებს.” – ციტირებს მონტოიას სიტყვებს Mundo Deportivo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში