უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიაზე გატანილი გოლების რაოდენობით ისტორიაში საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა, ამ ეტაპზე მოთამაშე გუნდებმა სულ 62 გოლის გატანა მოახერხეს, რაც რეკორდია.
ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა “სიტისა” და “მონაკოს” პირველი დაპირისპირება გამოდგა, სადაც გუნდებმა 8 ბურთი გაიტანეს (5:3), აღსანიშნავია “ბარსელონასა” და “პარის სენ-ჟერმენის” მეორე დაპირისპირებაც (6:1). ერთადერთი მატჩი, რომელიც უგოლოდ დასრულდა, “ატლეტიკოსა” და “ბაიერის” გუშინდელი დაპირისპირება გახლდათ (0:0).
წინა საუკეთესო მაჩვენებელი 16 გუნდში 56 გოლი გახლდათ, რომელიც 2011/2012 სეზონში გავიდა. რაც შეეხება მინიმალურ შედეგს, ეს 29 გოლია, რაც ორჯერ – 2004 და 2007 წლებში დაფიქსირდა.

მგონი 3 საათზეა
მე რეალს
როდის ეგ
რევანში მინდა რომ ავუღოთ იმ 2 გავარდნისთვის 1/4-დან
Atletiko chemi azrit rtuli metoqea erts gagitans da mere use chajdebian verapers uzam
ატლეტიკოს ან ბავარიას მინდა რომ შევხვდეთ