“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელზე, იოჰან კრუიფზე ისაუბრა.
“კრუიფი “ბარსას” ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირია. კლუბმა “კამპ ნოუს” სახელი მის პატივსაცემად უნდა შეცვალოს, მაგრამ დიდი დრო გავიდა და ეს უკვე “აიაქსმა” გააკეთა. იოჰანი შთაგონება იყო და მისმა მოწაფეებმა მისი სამუშაო დახვეწეს.” – განაცხადა ლაპორტამ.
