ამ ზაფხულს კატალონიის “ბარსელონას” მთავარი სამიზნე გუნდის ექსფეხბურთელი და მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზლიელი ნახევარმცველი – ტიაგო ალკანტარა იქნება.
25 წლის გაესპანელებულ ფეხბურთელს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სპორტული დირექტორი, რობერტო ფერნანდესი ბოლო დროს აქტიურად აკვირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდესი “ბაიერნი” – “არსენალის” ორივე მატჩს დაესწრო და მისი მიზანი არამხოლოდ ექტორ ბელერინის დასკაუტება იყო, არამედ ტიაგოსიც.
ესპანური პრესის ინფორმაციით, “ბლაუგრანა” ყველაფერს გააკეთებს ალკანტარას მშობლიურ კლუბში დასაბრუნებლად და გუნდებს შორის მოლაპარაკებები მალე დაიწყება.



