მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი მე-100 გოლთან ახლოსაა

ნეიმარი მე-100 გოლთან ახლოსაა

ბოლო დროს ნეიმარი ძალიან კარგ ფორმაშია. მან სულ ცოტა ხნის წინ “ბარსელონაში” გატანილი გოლების რაოდენობით გადაუსწრო რონალდინიოს, რომელმაც თავის დროზე 94-ჯერ გამოიჩინა თავი. მე-100 გოლამდე ნეიმარს 1 ბურთი აშორებს და თუ ის მომდევნო შეხვედრაში გაიტანს, მაშინ რივალდოსა (130) და ევარისტოს (105) შემდეგ გახდება მესამე ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსას” შემადგენლობაში 100 გოლის დაგროვება შეძლო.

ნეიმარი კატალონიელებს 2013 წელს შეუერთდა და 175 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 99 გოლიდან 63 გაიტანა ლა ლიგაში, 21 კი ჩემპიონთა ლიგაში. მან 12 ბურთი თერთმეტმეტრიანით, 5 თავისუფალი დარტყმით, 91 კი საჯარიმოში გაიტანა.

ნეიმარის საუკეთესო დამხმარეები, რა თქმა უნდა, მესი და სუარესი არიან. თითოეულმა ოც-ოცი საგოლე გადაცემა გაუკეთა ბრაზილიელს, რომელმაც თავისი 55 ასისტიდან არგენტინელს 21, ურუგვაელს კი 15 მისცა.

ნეიმარის მსხვერპლები ყველაზე მეტჯერ გახდნენ “ბილბაო” (10-ჯერ), “ვილიარეალი” (8-ჯერ) და “პსჟ”   (7-ჯერ).

ბრაზილიელი მოთამაშის დახმარებით გუნდმა ჯამში 9 თასი მოიგო, მათ შორის: 2 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა.

ნეიმარმა პირველი გოლი “ბარსელონას” შემადგენლობაში “ატლეტიკოს” გაუტანა “ვისენტე კალდერონზე” 2013 წლის 22 აგვისტოს. ეს იყო პირველი შეხვედრა ესპანეთის სუპერ თასისა, რომელიც კატალონიელებმა სწორედ ნეიმარის გოლის წყალობით მოიგეს. მეორე მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.

2015 წლის 21 აპრილი: ნეიმარის დუბლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “პსჟ-ს” წინააღმდეგ.

2015 წლის 6 მაისი: “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა უდავოდ მესის საღამო იყო, თუმცა გერმანელები ნეიმარმაც დაამწუხრა.

2015 წლის 6 ივნისი: ჩემპიონთა ლიგის ფინალის დამატებით დროში ნეიმარმა “იუვენტუსს” გაუტანა და “ბარსამ” მეხუთედ მოიგო ეს ტიტული.

2015 წლის 12 სექტემბერი: ტორესის გოლის შემდეგ ნეიმარმა ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, ლეო მესის წყალობით “ბარსამ” მოიგო 2-1.

2015 წლის 17 ოქტომბერი: ნეიმარის ანგარიშზე გუნდში უკვე 15 დუბლი და 2 ჰეთ-თრიქი იყო, თუმცა “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ მან პოკერი შეასრულა.

2015 წლის 8 ნოემბერი: ბრაზილიელმა “ვილიარეალის” საჯარიმოში მიიღო ბურთი, დატრიალდა და ულამასეზი გოლი გაიტანა.

2015 წლის 21 ნოემბერი: “ბარსამ” “რეალი” ანგარიშით 4-0 გაანადგურა, ნეიმარმა კი ნავასს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

2016 წლის 21 მაისი: ესპანეთის სამეფო თასის ფინალის დამატებით დროში ჯერ ალბამ გაიტანა, შემდეგ კი ნეიმარმა და კატალონიელებმა გაიმარჯვეს.

2017 წლის 8 მარტი: 1% შანსი, 99% რწმენა. “ბარსელონამ” შეუძლებელი შეძლო, 4 გოლიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და “პსჟ” დაამარცხა, რაშიც უდიდესი როლი ითამაშა ნეიმარმა. მან მატჩის ბოლო წუთებში გაიტანა თავისუფალი დარტმით, თერთმეტმეტრიანით და საგოლე გადაცემა გაუკეთა სერხი რობერტოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Khvicha
    schedule 15 მარ 2017, 00:37

    Kaistatia iyo sagol avtor. Mesis mere yvelaze meti shedegs esdatovebs barsashi

  • ChillO
    schedule 14 მარ 2017, 23:00

    საღოლ ავტორს

  • Guro messi
    schedule 14 მარ 2017, 22:58

    საღოლ მწერალი

  • Just Fun
    schedule 14 მარ 2017, 22:23

    ყველა დიდებული თამაში იყო განსაკუთრებით კი ალბათ არ გაგიჭირდებათ გამორჩევა თუ რომელი